თეგებით ძიება

თქვან, რა ღონისძიება იყო, რამაც დროში დაიგვიანა და უფრო ადრე რომ ჩატარებულიყო, ვინმეს სიცოცხლეს გადაარჩენდა! - მიხეილ სარჯველაძე

თქვან, რა კონკრეტული ღონისძიება იყო, რამაც დროში დაიგვიანა, უფრო ადრე შეიძლება გაკეთებულიყო და რამაც ტრაგიკული შედეგი გამოიწვია - ისეთი რა შეიძლება ყოფილიყო ჩატარებული და განხორციელებული, რაც ერთი საათით გვიან ჩატარდა და უფრო ადრე რომ ჩატარებულიყო, ვინმეს სიცოცხლეს გადაარჩენდა! - ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ კითხვას, რამდენად დროულად მოხდა შოვში დატრიალებულ ტრაგედიაზე რეაგირება.

სარჯველაძის შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფების თვითმიზანი ბრალდებების წამოყენება და დეზინფორმაციის გავრცელებაა და საზოგადოებას მტკიცების ფორმით მცდარ ინფორმაციას აწვდიან.

"პირველ რიგში, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს ვუსამძიმრებ, მათ მთელი საქართველო გლოვობს. უმძიმესი დღეები და უმძიმესი მდგომარეობაა. საუბედუროდ, ეს ისეთი მასშტაბისა და ზომის ტრაგედიაა, რომელიც მთელ ერს უნდა აერთიანებდეს. ამის მიუხედავად, ჩვენ პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფები ვნახეთ, რომელთაც უზნეო გამოხტომები აქვთ იმ მიმართულებით, რომ მცდელობები აქვთ, მომხდარი ტრაგედია ვიწროპარტიული, მერკანტილური ინტერესებისთვის გამოიყენონ.

რასაკვირველია, ეს ძალიან გულსატკენი და დასანანია. ეს ის არის, რისგანაც მთლიანად დაცლილი უნდა იყოს ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკური პროცესი.

ცდილობენ, დრამატული ისტორიები ხელოვნურად შექმნან, რაც უკავშირდება უცხოეთიდან ტექნიკის მოთხოვნას ან მაშველების გამოძახებას. ყველა კარგად ხვდება, რომ საუბედუროდ, შოვში არსებული ფიზიკური მდგომარეობა საშუალებას არ იძლევა, რომ ნაკლებობა გვქონდეს ადამიანების ან ტექნიკის. საკმარისზე მეტია ტექნიკაც და ადამიანებიც, მაგრამ საუბედუროდ ისეთი მდგომარეობაა, რომ იმაზე მეტს ვერ გააკეთებ, რაც კეთდება.

უზარმაზარ, ვეებერთელა ტერიტორიაზე განფენილია ტალახის მასა, სადაც არც იდენტიფიცირებადია ადამიანების მდებარეობა და არც ისაა შესაძლებელი, განსაზღვრო, ვინ სად შეიძლება იმყოფებოდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ

იქ არის წყალნარევი მიწის მასა, სადაც არ შეგიძლია, ორმო ამოთხარო და სამძებრო სამუშაოები აწარმოო. როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები განცხადებას აკეთებენ, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს და თვითმიზნად აქვთ დასახული გამოძიების დაწყება და მიმდინარეობა, რა საკვირველია, ეს ხალხი ცდილობს, გაარკვიოს, პოლიტიკური ამოცანა რაში დაინახოს, სარგებელი რაში ნახოს ამ უბედურებიდან.

პირველ რიგში, სპეციალისტების დასკვნებით უნდა ვიმსჯელოთ. მაგალითად, როცა ცხადდებოდა, რომ წყლის დონემ

აიწია, დაიწია და ა.შ. ამას მეცნიერული დასაბუთება, არგუმენტაცია აქვს - სად რამ დაიკლო. არავის იმის თქმის არავითარი მიზეზი არ გააჩნია, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში წყალი გუბდებოდა. ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაცია ასეთია და რასაც სპეციალისტები მეცნიერულ ამბობენ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

წყარო: ipn.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა