თეგებით ძიება

2-3 წელიწადში, ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება - რას ამბობდა ლევან დავითაშვილი 5 წლის წინ?

3 აგვისტოს, შოვში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ საზოგადოებას აინტერესებს, რატომ არ შესრულდა დაპირება რომელიც 5 წლის წინ, ჭუბერის ხეობაში, მდინარე ნენსკრას აუზში მომხდარი სტიქიის დროს, მაშინდელი გარემოს დაცვისა და დღევანდელი ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გასცა?

"2-3 წელიწადში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება. მნიშვნელოვანია, რომ ისეთ მდინარეებზე, როგორიც არის ნენსკრა ჩვენ გვქონდეს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა, რაზეც უკვე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. აღნიშნული სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისათვის აუცილებელია", - თქვა მაშინ ლევან დავითაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა