თეგებით ძიება

დიდო ტკივილო - სკოლა, სადაც ლუკა სწავლობდა, სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტიქიის ზონაში, გარდაცვლილთა შორის არის პატარა ლუკაც. ლუკა დუდაშვილის გარდაცვალების გამო 161-ე საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს. 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვის ტრაგედიის გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებლებს და სრულიად საქართველოს.

სტიქიამ იმსხვერპლა ჩვენი მეორე კლასელი მოსწავლე ლუკა დუდაშვილი... ვუსამძიმრებთ პატარა ლუკას დამრიგებელს და კლასელებს.

სიტყვები უძლურია იმ ტკივილთან, რაც თავს დაატყდა ჩვენს სკოლას ამ ხანმოკლე პერიოდში. განსაკუთრებით მძიმე ზაფხულია ჩვენთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა