თეგებით ძიება

"მთელი მსოფლიო თანაგვიგრძნობს, რუსეთის გარდა“ - რას წერს ცნობილი მხატვარი?

 ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რი, ლე­ვან სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლიშ ოვ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

"მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ ჩემ საქ­მე­ზე ვკონ­ცენ­ტრირ­დე, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლია მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­კენ არ იყოს მო­მარ­თუ­ლი, როცა ცალ­სა­ხაა, რომ ქვე­ყა­ნა იღუ­პე­ბა, ვერ ვი­თარ­დე­ბა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თუ ბუ­ნებ­რივ რე­სურ­სებს ვკარ­გავთ.

ეროვ­ნუ­ლი ტრა­გე­დი­ის დროს მე­ზობ­ლე­ბი დახ­მა­რე­ბის ხელს გვიწ­ვდი­ან, რა­ზეც უარს ვამ­ბობთ, მთე­ლი მსოფ­ლიო გვი­თა­ნაგ­რძნობს, რუ­სე­თის გარ­და, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბაც ყო­ველ­დღი­უ­რად შე­მო­ე­დი­ნე­ბა მათ მიერ ოკუ­პი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუმ­ცა ვინ უნდა გვი­თა­ნაგ­რძნოს, რო­მელ­თა სა­ხელ­საც მი­ე­წე­რე­ბა ქვეყ­ნის უმე­ტე­სი ტრა­გე­დია.

გარ­დაც­ვლილ­თა­გან მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბაა, გმი­რე­ბი და ისი­ნი, ვინც და­სავ­ლურ გა­ნათ­ლე­ბას იღებ­დნენ, რო­მელ­თაც არ სურ­დათ ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც უკუს­ვლით მი­დის, წარ­სუ­ლი შეც­დო­მე­ბით სპე­კუ­ლი­რებს, პროგ­რე­სი არ გა­აჩ­ნია, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბაც ერთ წვენ­ში იხარ­შე­ბა. კვლავ უვი­ცო­ბამ, და­უ­დევ­რო­ბამ, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან სა­კი­თხებ­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნამ შე­ი­წი­რა ეს ხალ­ხი, ქვე­ყა­ნა; კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში წუ­თიც გა­დამ­წყვე­ტია, არ მას­ვე­ნებს აზრი, რომ გა­თე­ნე­ბამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო რო­მე­ლი­მეს გა­დარ­ჩე­ნა.

ვიცი რას ნიშ­ნავს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვა, თავ­და­პირ­ვე­ლი აგო­ნია და შემ­დგო­მი ჯო­ჯო­ხე­თი, მაგ­რამ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ რას გა­ნიც­დი­ან გარ­დაც­ვლილ­თა მშობ­ლე­ბი. მათი ხსოვ­ნის­თვის მა­ინც უნდა გა­ვი­აზ­როთ, რომ მუდ­მი­ვი არა­ფე­რია, ხალ­ხი კი არ მსა­ხუ­რობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არა­მედ პი­რი­ქით... ცვლი­ლე­ბის გა­რე­შე, უტო­პი­უ­რი სამ­ყა­როც კი დის­ტო­პი­ად იქ­ცე­ვა, რაც ყვე­ლა მთავ­რო­ბას და­ე­მარ­თა", - წერს სონღულაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა