შემზარავია ეს ყველაფერი! ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა ოჯახს! - ოჯახი შოვში, ფოლკლორისტს გენადი სულთანიშვილის ეძებს
მოქალაქე, მამუკა ცერცვაძე აცხადებს, რომ შოვში, ფოლკლორისტს გენადი სულთანიშვილის ეძებს.
„ესაა ჩემი სიმამრი გენადი(გენო) სულთანიშვილი .სოფ.გლოლის მკვიდრი. უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა ე.წ კოტეჯების ადგილას.
ამ ადამიანზე არავინ არაფერს არ წერთ! მით უმეტეს ყველა რაჭველმა ფოლკლორის მოყვარულმა იცის ეს პიროვნება,მაგრამ არავის კრინტი არ დაგიძრავთ! არის ანსამბლ "ბუბას" წევრი. უმაგრესი ადამიანი!
ნუთუ მხოლოდ ოჯახის წევრებს გვაკლია მისი ღიმილი და კაცობა-ადამიანობა?
აქამდე არ ვწერდი იმედი მქონდა ვინმე კულტურის წარმომადგენელს ან უბრალოდ ვინმე რაჭველს გაახსენდებოდა გენო ბაბუა! ეხლაც იმიტომ ვპოსტავ რომ მისი ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა ოჯახს!
კოტეჯების სასადილოს შეფმზარეული იყო!"