თეგებით ძიება

„ასე ხელაღებით რაღაც საშინელების დაბრალება როგორ შეიძლება?“ - რას წერს ოთო კახიძე?

პოლიტიკოსი, ოთო კახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ ცილისწამება „მორალური ფსკერია“.

„კალაძის მიმართ ცილისწამება, რომ ოჯახი გამოარიდა და სხვები დასახოცად გაიმეტა, არის მორალური ფსკერი. 

ხელისუფლება გავაკრიტიკოთ იმისთვის, რომ  არაკომპეტენტურები არიან, რადგან ჰქონდათ სიგნალები, რომ ცუდად იყო საქმე და რეაგირება ვერ შეძლეს.

იმისთვის, რომ კრიტიკულ საათებში ღამით ვერ აწარმოეს სამაშველო სამუშაოები. 

და ასე ხელაღებით რაღაც საშინელების დაბრალება როგორ შეიძლება? 

< არა ცილისწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა. >“, - წერს ოთო კახიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა