რაჭაში მოხალისეების საყურადღებოდ! - რა ინფორმაცია ვრცელდება?
სტიქიის ზონაში, დილიდან მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა.
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.
მოხალისეები შოვში მაშველების და ადგილობრივების დასახმარებლად მიდიან. მათ ადგილზე პროდუქტები, წყალი და სხვადასხვა ნივთი მიაქვთ.
ამ დროისთვის საჭირო ნივთებით დატვირთული მოქალაქეები მდინარე დღვიორას პირველ ხიდთან იმყოფებიან და დახმარებას გაუწევენ ყველას, ვისაც ეს დასჭირდება.
„დღეიდან ყოველ დღე, სანამ საჭირო იქნება, ვიქნებით მდინარე დღვიორას პირველ ხიდთან.
ამ ეტაპზე გვაქვს ყველაფერი მინიმუმ 3 დღის სამყოფი.
მადლობა ადამიანებო, ყველანაირი ფორმით გამოხატული მხარდაჭერისთვის“,- წერენ სოციალურ ქსელში.
მათ დასახმარებლად შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ამ ანგარიშზე:
GE94BG0000000526962579
მიმღები: ეთერ არსანიძე.