თეგებით ძიება

„გენო გამორჩეული, კოლორიტული ადამიანი იყო. მადლობა, რომ გამაგებინეთ" - გიორგი უშიკიშვილი შოვში დაკარგულ გენო სულთანიშვილზე

ფოლკლორისტი, გიორგი უშიკიშვილი რაჭის ტრაგედიის დროს დაკარგული, გენო სულთანიშვილის შესახებ "პრაიმტაიმთან" საუბრობს და ამბობს, რომ მისი გაუჩინარების შესახებ არაფერი იცოდა.

„ვიცნობდი გენოს, ანსამბლ "ბუბას" ბევრჯერ შევხვედრივარ; გვქონია ჩაწერები, ფოლკლორის ცენტრის ლაურეატები არიან; მათი შემოქმედება ძვირფასია, ისინი ინახავენ ძირძველ ტრადიციებს, მათი რეპერტუარი ტრადიციულია; გლოლაში მუსიკალური კულტურა ძალიან განვითარებულია; ამდენად "ბუბას" შემოქმედება ჩვენი ქვეყნისთვის დიდებულია, რადგან გლოლას ამ ანსამბლმა, ჩვენი ხალხური შემოქმედების ბევრი საინტერესო ნიმუში შემოინახა.

გენო კი ამ ანსამბლში ერთ-ერთი გამორჩეული, კოლორიტული ადამიანი იყო, თავისი საშემსრულებლო მანერით, ხასიათით, მხიარული კაცი იყო;

ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია, არ ვიცოდი, მადლობა რომ გამაგებინეთ“, - თქვა უშიკიშვილმა „პრაიმტაიმთან“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა