თეგებით ძიება

„არც მიფიქრია ტალახში სილიკონის ფეხსაცმლის გამო თუ გამოვიწვევდი ამხელა აგრესიას“ - რას წერს ამბროლაურის საკრებულოს წევრი, რომელიც სტიქიის ზონაში ბახილებით მივიდა

გიორგი მახათაძე, რომელიც საზოგადოებამ შოვის ტრაგედიის დროს ბახილებით გაიცნო და რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატის, გოჩა ენუქიძის მაჟორიტარული ბიუროს უფროსია, სოციალურ ქსელში წერს.

„ნამდვილად არ ვაპირებდი ესეთ მძიმე წუთებში გამოხმაურებას იმ აჟიოტაჟზე, რაც  ჩემი ე.წ. „ბახილების“ გამო ატყდა, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე. 

პირველ რიგში ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახებს და მთელს საქართველოს.

სიმართლე გითხრათ მთელი ღამის უძილოს სამწუხაროდ იმწუთას არც მიფიქრია წვიმაში და ტალახში საწვიმარის და სილიკონის წყალგაუმტარი ფეხსაცმლის გამო თუ გამოვიწვევდი ამხელა აგრესიას. 

რაღაც მომენტში მესმის ხალხის გაღიზიანების, ქვეყანაში ამხელა ტრაგედიის დროს როცა ვერ ახერხებ ადგილზე მისვლას და გვერდით დგომას ეს ემოციის გამოხატვის ერთერთი საშუალებაა. თუ საზოგადოების ნაწილთან ჩემი ჩაცმულობის გამო ბოდიში მაქვს მოსახდელი არც ეგ მეთაკილება, მაგრამ ნამდვილად მიუღებლად და ამაზრზენად მიმაჩნია ადგილზე მყოფი ჟურნალისტის საქციელი, რომელიც ესეთ მძიმე წუთებში პოლიტიკური მიზნების გამო ხალხის ფეხსაცმლის ფერს და სტილს აშუქებს. არავინ არ ითანხმებს ასეთ დროს ჩაცმულობას და ძალიან გთხოვთ ჩემი უნებლიე წინდაუხედაობის გამო იმ გუნდზე და ხალხზე ვის გვერდითაც მე ვდგავარ ნუ გაავრცელებთ ამ აგრესიას. 

ვისაც გონია რო იმ დღეს გამოძინებული სეირის საყურებლად მივედი იმათთვის ვიტყვი რომ პირველივე წუთებიდან ხალხის გვერდით ვიდექი და რითაც შემეძლო ვეხმარებოდი. ეს თქვენი გადაღებული კადრებია https://www.facebook.com/TVFormula“ - წერს მახათაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა