დღე და ღამე სწავლობდა, მუშაობდა კიდეც, რომ მომზადების თანხა თავად დაეფარა... - რას ამბობს გიორგი ღოღობერიძე?
დღე და ღამე სწავლობდა, მუშაობდა კიდეც, რომ სხვადასხვა საგანში მომზადების თანხა თავად დაეფარა და მშობლები არ შეეწუხებინა, - ექიმი, გიორგი ღოღობერიძე მის აბიტურიენტზე წერს, რომელმაც ბიოლოგიის გამოცდაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
„წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მაქსიმალური ქულა ბიოლოგიაში ჩემმა აბიტურიენტმა- ლიკა გონაშვილმა აიღო. ლიკა არის ადამიანი, რომელიც გარდა იმისა დღე და ღამე სწავლობდა, მუშაობდა კიდეც, რომ სხვადასხვა საგანში მომზადების თანხა თავად დაეფარა და მშობლები არ შეეწუხებინა.
აი, მეტი რით უნდა გაგაოცოს ასეთმა პატარა ადამიანმა? ეს დღეები გული მომიკვდა შოვის ტრაგედიის გამო, მაგრამ ლიკასნაირი ახალგაზრდობის გამოჩენით იმედი მეძლევა, რომ უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებთ“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.