,,ჩვენთვის განსაკუთრებული დანაკლისია გიორგი გოგინაშვილის გარდაცვალება" - „საქართველოს რკინიგზა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და შოვში, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი გოგინაშვილის ოჯახს უსამძიმრებს.
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კურორტ შოვში მომხდარი უდიდესი ტრაგედიის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს.
ჩვენთვის განსაკუთრებული დანაკლისია გიორგი გოგინაშვილის გარდაცვალება. მისი გადაღებულია საქართველოს რკინიგზის 2022 წლის ვიდეო რგოლების სერია. ვიზიარებთ მისი ოჯახისა და ახლობლების ტკივილს და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ", - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.