„ბაჩის უნდა იცნობდეთ. ეს ბიჭი დაგვატარებს ხოლმე ჩვენი ცხოველებით..“ - რა ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში?
ფეისბუქ გვერდი ,,თათები" სოციალურ ქსელში ახალგაზრდა კაცის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,ბაჩის უნდა იცნობდეთ. ეს ბიჭი დაგვატარებს ხოლმე მე და თიკოს ჩვენი ცხოველებით.
ორი დღეა შოვი - თბილისი გზაზეა გადებული მანქანით და ფიზიკურად გვეხმარება დახმარების გადატანა-გადაზიდვაში.
საწვავის ღირებულების გარდა კაპიკი არ გამოგვართვა ეს დღეებია და მთელი სამუშაო დღეები დაგვითმო.
ყველა იმ ფორმით ვართ ჩართული. როგორც შეგვიძლია. ბაჩი, ჩვენი გმირი ხარ", - წერს გვერდი ,,თათები" სოციალურ ქსელში.