თეგებით ძიება

„მიმიფურთხებია თქვენი სამართალისთვის მაესტრო!" - გუდაურში დაღუპული მფრინავის შვილი ნიკოლოზ რაჭველს

გუ­და­უ­რის ტრა­გე­დი­ი­სას და­ღუ­პუ­ლი მფრი­ნა­ვის, ზაზა ლო­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი ანა ლო­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მო­მუ­შა­ვე მაშ­ვე­ლებს მი­მარ­თავს:

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი.2 თვის წინ ღა­მის 9 სა­ათ­ზე ვა­შინგტონ­ში ჩა­მო­წო­ლი­ლი ღვარ­ცო­ფის შე­დე­გად 11 ადა­მი­ა­ნი და ერთი ძაღ­ლი ჩარ­ჩა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ქა­რის ფა­ტო­რის გამო, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ვერ მო­ხერ­ხდა ღა­მის ფრე­ნებ­ზე ვერ­ტმფრე­ნის გაგ­ზავ­ნა. 12 სა­ა­თის შემ­დეგ, გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და მათი ევა­კუ­ა­ცია.ნეტა თუ ჩა­ქო­ლეს და "მაშ­ვე­ლებს ეძი­ნათ?" ეძა­ხეს?ნეტა თუ მი­წას­თან გა­ას­წო­რეს რა­ტომ ერთ სა­ათ­ში არ მოფ­რინ­დნე­ნო?

ნეტა მა­მა­ჩემს რომ შარ­შან გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ვერ გაფ­რინ­დე­ბა ვერ­ტმფრე­ნი და წა­მო­სუ­ლი­ყო ჩემ­თან რას უზამ­დნენ?ნეტა თუ ცო­ცხლად და­მარ­ხავ­დნენ იმ 7 ადა­მი­ან­თან ერ­თად! ნეტა თუ კარ­გია რომ შე­აკ­ლა თავი?!

ბორ­ჯო­მის ხან­ძრე­ბის დროს თურ­ქე­თის ავი­ა­ცია და­ი­ქი­რა­ვეს და­სახ­მა­რებ­ლად! 4 სა­ა­თი იფ­რი­ნეს და გა­ა­ჩე­რეს ვერ­ტმფრე­ნე­ბი. ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ა­ნე­ბის გამო პი­ლო­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით მეტს ვერ ვიფ­რენ­თო.მა­მა­ჩე­მი და მისი ეკი­პა­ჟი გა­თე­ნე­ბი­დან მზის ბოლო სხი­ვამ­დე ენა­გად­მოგ­დე­ბუ­ლე­ბი რომ დაფ­რი­ნავ­დნენ, დღის ბო­ლოს ფეხ­ზე რომ ვე­ღარ იდ­გნენ ის­მენ­დნენ, რა­ტომ შე­ა­ჩე­რეს ღა­მის ფრე­ნე­ბიო!გაბ­რა­ზე­ბულ­მა რომ ავ­დე­ქი და ვუ­თხა­რი, ხოდა რა თავს იკ­ლავთ, და­გეს­ვე­ნათ და გეთ­ქვათ თქვენც უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ვე­ღარ გავფრინ­დე­ბი­თო: "ჩემი ქვეყ­ნის ტყე იწ­ვის, მა­გათ რა ადარ­დებთ" მი­ვი­ღე პა­სუ­ხად!მა­მა­ჩე­მის პა­ნაშ­ვი­დებ­ზე მო­სულ ბი­ჭებს სულ გუ­ლის ფი­ცარ­ში რომ ვურ­ტყი მუჯ­ლუ­გუ­ნე­ბი, არ გა­ბე­დოთ მის­ხა­ლი რის­კის ფა­სად არ­სად გაფ­რე­ნა-თქო, ორ­სი­ტყვი­ა­ნი პა­სუ­ხი გამ­ცეს: "აბა რო­გორ?"მთე­ლი ბავ­შვო­ბა ყო­ველ დი­ლით რომ შუბ­ლზე­კოც­ნით გვემ­შვი­დო­ბე­ბო­და მა­მა­ჩე­მი ოჯა­ხის თი­თო­ე­ულ წევ­რს, წას­ვლის წინ კარ­ზე გაკ­რულ "სახ­ლი­დან გას­ვლს წინ ლოც­ვას" რომ კი­თხუ­ლობ­და ოჯა­ხის ტრა­დი­ცია მე­გო­ნა.

მოზ­რდილ­მა რომ ვკი­თხე რა­ტომ აკეთბ­და ამას? "მე ისე­თი პრო­ფე­სია მაქვს კარს რომ მო­ვი­ხუ­რავ უკან დავ­ბრუნ­დე­ბი თუ არა არ ვიცი" მი­ვი­ღე პა­სუ­ხად.ნეტა რო­მე­ლი­მეს პი­რით ერთი გა­დაკ­რუ­ლი წუ­წუ­ნი მა­ინც თუ მო­გის­მე­ნი­ათ წლე­ბია, ნეტა რო­მე­ლი­მეს გულ­ში თუ ჩა­გი­ხე­დავთ "პი­ლო­ტებს ეძი­ნათ" კო­მენ­ტა­რებს რომ კი­თხუ­ლო­ბენ. ნეტა ადა­მი­ა­ნე­ბის და­ფა­სე­ბას თუ ვის­წავ­ლით რო­დეს­მე? დღეს ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი "ვერ პა­ტი­ობს" სი­ცო­ცხლეს. დღეს ტა­ლახ­ში ჩამ­ხრჩვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბა იპო­ვეს მფრი­ნა­ვებ­ში. მი­მი­ფურ­თხე­ბია თქვე­ნი სა­მარ­თა­ლის­თვის ბა­ტო­ნო მა­ესტრო!ჩემი გუ­ლის ფეთ­ქვა ხართ ბი­ჭე­ბო, მა­მა­ჩე­მი ხართ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი ბი­ჭე­ბო!არ გაბ­რაზ­დეთ, არ გე­წყი­ნოთ!

მე რა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ყველ­გან ხმის ჩახ­ლე­ჩამ­დე ვიყ­ვი­რებ და თქვენს ინ­ტე­რე­სებს და­ვი­ცავ! ერთი ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბამ­დეც თუ მი­ვი­ტან თქვენს ფიქ­რებს ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი!გას­კდა გული, გან­მი­ახ­ლდა ჩემი მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი, სუ­ლის ყვე­ლა ნა­წილ­ში მტკი­ვა ტა­ლახ­ში ჩამ­ხრჩვა­ლი ხალ­ხი და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გუ­ლებ­ში ვერ­ჩამ­ქრა­ლი იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი. თავს შე­ვაკ­ლავ და არ ვა­პა­ტი­ებ არა­ვის ერთ გა­დაკ­რულ სი­ტყვას!მშვი­დო­ბა მოგ­ცეთ ღმერ­თმა, გაკ­მა­როთ თქვენც და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს!" - წერს ლო­რია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა