„სინამდვილეში ამ ხალხის გადარჩენა სულ რამდენიმე მეტრის ამბავი იყო“ - მერაბ მეტრეველი შოვის ტრაგედიაზე
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს.
„სინამდვილეში ამ ხალხის გადარჩენა სულ რამდენიმე მეტრის ამბავი იყო. ყველა გადარჩა, ვინც კოტეჯების ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრით შემაღლებულზე, ან წინ იყო. მათგან ზოგს საერთოდ ვერ მიწვდა ტალახი, ზოგს კი, ვინც წინ იყო, მხოლოდ წელამდე მიწვდა და მათ გამოსვლა მოახერხეს.
ამიტომ ყველა ცრუობს, ვინც ამბობს, სტიქია ისე უცებ განვითარდა, რომც გვქონოდა წინასწარი შეტტობინების სისტემა, მაინც ვერ მივასწრებდით ხალხის გამოყვანასო. არანაირი გამოყვანა არ იყო საჭირო, გაფრთხილება და რამდენიმე მეტრით გადაადგილება გადაარჩენდა ამ ხალხს.
სულ რამდნეიმე მეტრი დააკლდათ სიცოცხლემდე“, - წერს მეტრეველი.