„უბრალოდ ძალიან სირცხვილია, მამას მაინც სცეს პატივი“ - ნატა ფერაძე
სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება მფრინავ, გოჩა ლორიას ქალიშვილის, ანა ლორიას განცხადებას, რომელმაც კომპოზიტორ, ნიკოლოზ რაჭველს მიმართა.
„გუდაურში დაღუპული მფრინავის შვილის სპეკულატიურ ბოდვებს დაათრევენ ტროლები, ვითომ ვინმე მფრინავებს და მაშველებს ვაგინებდეთ და გადაფიჩინდა აღშფოთებული.
უბრალოდ ძალიან სირცხვილია, მამას მაინც სცეს პატივი“, - წერს ფერაძე.
ცნობისთვის, ანა ლორიამ დაწერა: „ნეტა ადამიანების დაფასებას თუ ვისწავლით როდესმე? დღეს ნიკოლოზ რაჭველი "ვერ პატიობს" სიცოცხლეს. დღეს ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში. მიმიფურთხებია თქვენი სამართალისთვის ბატონო მაესტრო!“