თეგებით ძიება

რა დიდი ტრაგედიაა ეს ყველაფერი - შოვში 24 წლის კოტე მაისურაძეს ისევ ეძებენ

მწერალი, ნიკა ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ  კოტე მაისურაძე კიდევ არ უპოვიათ.

„ვინც რაჭველებს ცნობს იერზე, სუფთა რაჭველია ეს ბიჭი - კოტე მაისურაძე! არ ვიცი, სად წავიდა ეს ხალხი, ასე, თვალის ერთ დახამხამებაში... დედა და დაც იქ ჰყავდა, როგორც ვრცელდება ინფორმაცია,“ -  ამბობს მწერალი.

ცოტა ხნის წინ, შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნ ცხედრებს შორის კიდევ 2 რუსთაველის იდენტიფიცირება მოხდა. ტრაგედიას 49 წლის შორენა ბიჭაშვილი და მისი შვილი, 20 წლის მარიამ მაისურაძე ემსხვერპლა. ისინი სწორედ კოტე მაისურაძის ოჯახის წევრები არიან.

"ჩემი გოგოსა და ჩემი მეუღლეს დნმ-ის ანალიზი ემთხვევა. ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი და მილიონი პროცენტით ვიცი რომ ჩემია. ასე, რომ ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, რა თქმა უნდა. ვეძებ ბიჭს", - განუცხადა "ინფო რუსთავს" დავით მაისურაძემ.

6 აგვისტოს მოხდა შოვში ნაპოვნ ცხედრებს შორის რუსთაველების 18 წლის სამირა ისაევას და 60 წლამდე მარინა ხორბალაძის იდენტიფიცირება.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სამ რუსთაველს 24 წლის კოტე მაისურაძეს, 4 წლის დავით ხორბალაძესა და 40 წლამდე მანანა ჯაჭვაძეს ეძებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა