კახეთში გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს - რა ინფორმაცია ვრცელდება ეროვნულ გმირზე?
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში, კახეთის რეგიონის პირველი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
გიორგი ანწუხელიძისათვის პატივის მისაგებად, ალვანში სპეციალურად ჩავიდნენ თავდაცვის სამინისტროს მეოცე ტერიტორიული ბრიგადის ჯარისკაცები, რომლებმაც მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ადგილზე სასულიერო პირებმა გიორგი ანწუხელიძის სულის მოსახსენიებელი პარაკლისიც აღავლინეს.
ცერემონიას გიორგი ანწუხელიძის გამზრდელი მამიდა, ეთერ ანწუხელიძეც იმყოფებოდა, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.