„ჯიბის გეოლოგების აზრს ჩემს შესახებ, მთლად ნუ ენდობით გეთაყვა“ - გოდოლაძე პაპუაშვილს
სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავს.
„ბატონო შალვა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ დედამიწის შემსწავლელ მეცნერებათა მიმართულებით. სიამოვნებით გაგარკვევთ დარგის სპეციფიკაში. საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ბრძანდებით. გაარკვიეთ, მოიკითხეთ ჩემი ბიოგრაფია, რას ვაკეთებ და მერე დამადანაშაულეთ. ეს ოხერი, ამერიკის ენერგიიის დეპარტამენტმა მანდო 6 ქვეყნის სეისმური მონიტორინგის სისტემის აწყობა, იმათ არ შეუტანიათ ჩემ კომპეტენციაში ეჭვი და თქვენი იურიდიული ცოდნით, როგორ მაფასებთ, გასაკვირია პირდაპირ. “ სიდან ამდენი ამბიცია”. ჯიბის გეოლოგების აზრს ჩემს შესახებ, მთლად ნუ ენდობით გეთაყვა“, - წერს გოდოლაძე სოციალურ ქსელში.