„პროპაგანდის და პიარის უგაგაცვეთილესი ტრიუკია ეს, კალაძის კაი კაცობაზე რომ ვლაპარაკობთ დღეს ყველანი“ - სოფო ბუკია
პროდიუსერი, სოფო ბუკია სოციალურ ქსელში წერს.
„კალაძისთვის რამის დამბრალებელი ერთიც არ მყავს ფრენდებში და ამ დამბრალებლების მაკრიტიკებლები - უამრავი.
ტროლ-ბოტების და ექს-პრეზიდენტის ორიოდე ანგაჟირებული მხარდამჭერის გამო ვაქციეთ “ჟე სვი კალაძე” მთავარ თემად? პროპაგანდის და პიარის უგაგაცვეთილესი ტრიუკია ეს, მეგობრებო - კალაძის კაი კაცობაზე რომ ვლაპარაკობთ დღეს ყველანი“, - წერს სოფო ბუკია.