მოემზადეთ, საგანგებო განცხადება! - მოსალოდნელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურის მატება
გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებული ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა).
ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37, 39◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 39, 41◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 33, 38◦C, მაღალ მთაში 28, 33◦C მდე მოიმატებს.
მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელმშემწყობ პირობებს წარმოადგენს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრების პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს:
• ნუ დაწვავთ ნარჩენებს, მცენარეებს ან სხვა მასალებს ტყეში
• ნუ გადააგდებთ ანთებულ სიგარეტს ტყეში• ნუ დაანთებთ ცეცხლს ტყეში, გამხმარი მცენარეებით მოფენილ ნიადაგზე
• თვითაალების საშიშროებიდან გამომდინარე, მოერიდეთ ტყეში ან მის სიახლოვეს ნარჩენების დაყრას
• ყურადღება მიაქციეთ ტყის მიმდებარედ ამკრძალავ ნიშნებსდაიცავი ტყეში ქცევის წესები, გაუფრთხილდი გარემოს.