მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვრიდან 60 წლამდე კაცის ცხედარი ამოიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცხედარი თვითმხილველებმა მტკვრის პირას არსებული საჯომარდო ბანაკიდან შენიშნეს და 112-ს შეატყობინეს.
გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
კაცის ცხედარი ამოცნობილია, ის ადგილობრივს ეკუთვნის.