„ბარემ ესეც ეთქვა, თუ თავზე ხელის აღებაა...“ - დავით ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილზე
პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ რაჭაში, სტიქიის ადგილზე ვერტმფრენი არა სამი საათის დაგვიანებით, არამედ სამ საათში ჩაფრინდა.
„სამი სააათის დაგვიანებით კი არა, სულ რაღაც სამ საათში გაჩნდა ვერტმფრენი სტიქიის ადგილასო, პაპუაშვილმა.
თან ნაცები გზა-გზა ელექტროტალღებს უშვებდნენ, ვერტმფრენის ნავიგაცია რომ დაეზიანებინათ, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, მადლობა ბატონ ბიძინასო.
არა, მეორე აბზაცში რაც წერია, პარლამენტის თავმჯდომარეს არ უთქვამს, მაგრამ პირველი აბზაცი ნაღდად თქვა და ბარემ ესეც ეთქვა, თუ თავზე ხელის აღებაა“, - წერს ზურაბიშვილი.