თეგებით ძიება

„გარდაცვლილი პილოტის შვილმა ძალიან გულშიჩამწვდომი, მაგრამ ძალიან უსამრთლო პოსტი დაწერა ნიკოლოზ რაჭველზე“ - მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი გუ­და­ურ­ში და­ღუ­პუ­ლი მფრი­ნა­ვის შვი­ლის პოსტს ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც ანა ლო­რია ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­სა და იმ ადა­მი­ა­ნებს მი­მარ­თავს, ვინც სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მო­მუ­შა­ვე სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა.

„1) გარდაცვლილი პილოტის შვილმა ძალიან გულშიჩამწვდომი, მაგრამ ძალიან  უსამრთლო პოსტი დაწერა ნიკოლოზ რაჭველზე, რადგან ნიკას არანაირი საყვედური არ დასცდენია პილოტების მიმრთ. ნიკას პოსტი იყო საყვედური ხელისუფლების მიმართ, რატომ არ გვყავს უკეთესი ვერტმფრენები და არ გვაქვს მაშველებისთვის უკეთესი აღჭურვილობა, რომ დაგვიანება არ მომხდარიყო.

2) სხვა დავის და გამოძიების საგანია, იყო თუ არა დაგვიანება? შესაძლებელი იყო თუ არა ვინმეს გადარჩენა ვერტმფრენი უფრო მალე რომ მისულიყო, ან ღამეც რომ გაგრძლებეულიყო სამაშველო სამუშოაები? 

ამ საკითხზე დღეს მტკიცებით ფორმაში რამეზე საუბარი შეუძლებელია, რადგან არ არსებობს უტყუარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვინმე დაგვიანებული სამძებრო სამუშაოების გამო დაიღუპა. 

არც იმის ზუსტი ინფორმაცია მინახავს ჯერ, არსებობს თუ არა მსოფლიოში რომელიმე ვერტმფრენი, რომელიც შეძლებდა ღამე მთიან და ტყიან ადგილებში დაბალ სიმაღლეე ფრენას და ოპერაციის განხორციელებას

3) სამაგიეროდ ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ადრეული შეტყობინების სისტემას შეეძლო იქ ხალხის გადარჩენა. (წინა პოსტშიც დავწერე, რომ რამდენიმე წუთით ადრე მიღებული ინფორმაცია და რამდენიმე მეტრით  გადაადგილება გადაარჩენდა იმ ხალხს).

თან ყველამ ნახა, როგორ საუბრობდა ხელისუფლება თავად რამდნეიმე წლის წინ ასეთი სისტმეების დამონტაჟების აუცილებლობაზე და ამის პირობასაც დებდა. ამიტომ მგონია, რაზეც ხელისუფლებას უნდა

გავუტრაკოთ, არის ეს საკითხი: რატომ არ შეასრულა თავისივე დანაპირები და გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ მის შეუსრულებელ პირობას ხალხის დაღუპვა მოყვა?“ - წერს მეტრეველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა