თეგებით ძიება

რატომ არ უნდა დატოვოთ, ზაფხულში მანქანაში ნივთები? - ინფორმაცია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

მნიშვნელოვანია, რომ მანქანაში სიცხეში არ დატოვოთ ისეთი, ნივთები რომლებიც სიცხეში ფუჭდება. 

ეს ნივთებია:

მედიკამენტები

სითბოს შეუძლია გავლენა მოახდინოს წამლების ქიმიურ შემადგენლობაზე და, შესაბამისად, მათ ეფექტურობაზე. თუ იძულებული გახდებით ტაბლეტები თან ატაროთ, მაშინ შეინახეთ ისინი ჩანთაში, სადაც ისე არ გაცხელდება, როგორც მანქანაში.

პლასტმასის ბოთლები  

კვლევებმა აჩვენა, რომ სითბო გამოყოფს მეტ ბისფენოლ A-ს, ნივთიერებას, რომელიც ტოქსიკურია ადამიანისთვის და იწვევს ენდოკრინულ და მეტაბოლურ დარღვევებს.

გაჯეტები

ტელეფონები, ტაბლეტები, საბავშვო სათამაშოები ბატარეებით და ა.შ. სიცხე უარყოფითად მოქმედებს ლითიუმის ბატარეებზე, ამცირებს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას. მოწყობილობების მწარმოებლები, მაგალითად, Apple-ი, აფრთხილებენ მომხმარებლებს, რომ 35°C-ზე მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება დააზიანოს ბატარეა.

კრემები

ძლიერი სიცხისგან მან შეიძლება შეიცვალოს სტრუქტურა და დაკარგოს ეფექტურობა.

ალკოჰოლი

მაგალითად, ცხელი ლუდი შეიცავს 3-მეთილ-2-ბუტენეთიოლს, ნივთიერებას, რომელიც აძლევს სასმელს მწარე-მომჟავო გემოს. გაცხელებისას ღვინის გემოც უარესდება, უფრო მკვეთრი და უსიამოვნო ხდება.

შოკოლადი

ის იწყებს დნობას 25°C ტემპერატურაზე. შედეგად, ცხელ მანქანაში დარჩენილი ფილიდან მხოლოდ ყავისფერი "გუბე" დაგრჩებათ.

სახატავი ცვილის ფანქრები

40°C-ზე იწყებენ დარბილებას, 48°C-ზე დნება თხევად მდგომარეობაში. ასე რომ, თუ არ გსურთ სავარძლებისა და ხალიჩების რეცხვა, დარწმუნდით, რომ ბავშვები სალონში ფანქრებს არ გაფანტავენ.

საკვები

განსაკუთრებით მალფუჭებადი: მზა კერძები, რძის პროდუქტები, კვერცხი, ხორცი, თევზი და ა.შ.

სანთებელა

ისინი შეიძლება აფეთქდეს და გამოიწვიოს ხანძარი.

მცენარეები

სიცხემ, უჰაერობამ და გაუწყლოებამ შეიძლება მოკლას ისინი, განსაკუთრებით თუ მცენარეს ტოვებთ მანქანის სავარძელზე, სადაც ტემპერატურა ცხელ დღეს 50°C-მდე ან მეტს აღწევს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა