თეგებით ძიება

მუშაობს თუ არა გამართულად წყნეთი-ბეთანიის გზაზე განთავსებული მონიტორინგის სისტემა? - თბილისის მერიის სპეციალური განცხადება

თბილისში, წყნეთი-ბეთანიის გზაზე განთავსებული მონიტორინგის სისტემა გამართულად მუშაობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

თბილისის მერიის ცნობით, ტერიტორიაზე განთავსებულია მცირე ზომის მეტეოსადგური და ე.წ. ინკლინომეტრი.

„წყნეთი-ბეთანიის გზაზე 2018 წელს, უსაფრთხოების მიზნით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი მეწყერსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის, ტერიტორიაზე განთავსდა მცირე ზომის მეტეოსადგური, ასევე დამონტაჟდა ე.წ.ინკლინომეტრი, რომლის საშუალებითაც, ისეთი უხვი ნალექის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს, წინასწარ იძლევა ხმოვანი განგაშის სიგნალს. ასე რომ, მონიტორინგის სისტემა მუშაობს გამართულად“, - აცხადებენ მერიაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა