ციხის კადრები დადგმული იყოო… ამ კადრების მსხვერპლად ყოფნა როგორ გისურვო - ვის მიმართავს გოგა ხაინდრავა?
რეჟისორი გოგა ხაინდრავა, მწერალ ლაშა ბუღაძის გუშინდელ ფეისბუკპოსტს სოციალლურ ქსელში გამოეხმაურა:
“ციხის კადრები დადგმული იყოო… ბუღაძე შენი დარი დრამატურგი თუ მოიგონებდა ციხის კადრების დადგმას!
მიშას რეჟისურით, მერაბიშვილ-ადეიშვილ-ბოკერიას სცენოგრაფიით, ახალაია-ქარდავა-კასტილიანის შესრულებით! ამ კადრების მსხვერპლად ყოფნა როგორ გისურვო... ღირსი კი ხარ!” - წერს ხაინდრავა.
“ციხის ის კონკრეტული კადრებიც დადგმული იყო 2012 წელს, მაგრამ უმრავლესობამ დაიჯერა (!), რადგან ციხეში არაადამიანურად ექცეოდნენ ადამიანებს” - ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა.