გლობალური დათბობა – ბოლო შვიდი წელი დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა
გლობალურ ტემპერატურაზე დაკვირვების ისტორიაში ბოლო შვიდი წელი ყველაზე ცხელი იყო, ხოლო 2021 წელი ყველაზე მაღალი ტემპერატურის მქონე ხუთეულში შეიტანეს.
კლიმატის ევროპული სააგენტო „კოპერნიკის“ შეფასებით, პლანეტამ კიდევ ერთი რეკორდულად ცხელი წელი გადაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის დასაწყისში გლობალური ტემპერატურა დაბალი იყო, წლის ბოლოს ტემპერატურამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და განაგრძო საგანგაშო ათწლეულის ტრადიცია. „კოპერნიკის“ ცენტრის მონაცემებით, გლობალური ტემპერატურა 1,1-1,2 გრადუსი იყო, რაც 1850-1900-იან წლებში დაფიქსირებულ ტემპერატურაზე მაღალია.
კონკრეტულად ევროპისთვის 2022 წლის ზაფხული ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო. ევროპის უმეტეს ქვეყანაში განადგურდა ხილის მოსავალი, დასავლეთ ევროპაში მომხდარ წყალდიდობას შეეწირა 200-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში, საბერძნეთსა და თურქეთში, დაფიქსირებულმა მაღალმა ტემპერატურამ ძლიერი ტყის ხანძრები გამოიწვია.