თეგებით ძიება

„ბედნიერმა გავაზიარე, ადამიანი გამოჩნდაო და თურმე სიაში ყოფილა შეცდომით“ - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სტიქიის შედეგად დაკარგული პირის უვნებლად პოვნის შესახებ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„არსებობს საშინელი, სპეციფიკური გლოვის მდგომარეობა, რომელიც ახლავს "ბუნდოვან დანაკარგს". როცა არ იცი, ადამიანი ნამდვილად გარდაიცვალა თუ შეიძლება გქონდეს დაკარგულის პოვნის იმედი. ეს ჩვენ სამი წელი გამოვცადეთ, როცა ირაკლის მამაზე არ გვეუბნებოდნენ, გარდაცვლილი იყო თუ ცოცხალი. უტოლდება წამებას. ცრუ იმედის მიცემა ჭირისუფლისთვის (და დღეს მთელი მოსახლეობა ვართ ჭირისუფალი, დაზაფრულები და გაოგნებულები) არის ძალიან დიდი ბოროტება. გაურკვევლობა იწვევს ტანჯვას, ემოციების მონაცვლეობა იწვევს იმედგაცრუებას და რე-ტრავმირებას, ანუ განმეორებით ტრავმირებას. 

ბედნიერმა გავაზიარე, ადამიანი გამოჩნდაო და თურმე სიაში ყოფილა შეცდომით. დაუშვებელია ასეთი "პოზიტივებით" ხალხის გრძნობების გამოფიტვა“ - წერს ნათია ფანჯიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა