თეგებით ძიება

"ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნას ხე­ლისგულ­ზე ეყო­ლე­ბო­და. მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­უძ­ლი­ათ ასე გა­ი­მე­ტონ“ - პაატა ბურჭულაძე

სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და მუ­სი­კო­სი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მიერ გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კას ეხ­მი­ა­ნე­ბა.

"ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნას ხე­ლისგულ­ზე ეყო­ლე­ბო­და. მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­უძ­ლი­ათ ასე გა­ი­მე­ტონ. მა­ინ­ტე­რე­სებს, კი­დევ რა და­ვა­ლე­ბას მის­ცე­მენ ტროლ-ბო­ტებს, კი­დევ რას და­აბ­რა­ლე­ბენ?!

ყვე­ლა ეს ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია უკან და­უბ­რუნ­დე­ბათ მის დამ­კვე­თებს, თა­ნაც ძა­ლი­ან მალე. გული არ გა­ი­ტე­ხო, ჩემო ნიკა! ვიცი,რომ ძნე­ლი გა­და­სა­ტა­ნია ეს ცი­ლის­წა­მე­ბა. ჩემ­ზე მაქვს გა­მოც­დი­ლი. ეს სიბ­ნე­ლე დიდ­ხანს ვერ იარ­სე­ბებს! მალე გა­მო­ი­და­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში", - წერს ბურ­ჭუ­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, შოვ­ში მოხ­დარ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ ის ვე­რა­ვის აპა­ტი­ებს სტი­ქი­ის პირ­ველ ღა­მეს უმოქ­მე­დო­ბას და გა­რიჟ­რა­ჟის ლო­დინს" და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ პი­რებს აკ­რი­ტი­კებ­და.

"არა­ნა­ი­რი ძალა და ძა­ლა­უფ­ლე­ბა არ გა­მაჩ­ნია, პა­სუ­ხი ვა­გე­ბი­ნო ამა­ში დამ­ნა­შა­ვე პი­რებს, მაგ­რამ იმის უფ­ლე­ბას ვი­ტო­ვებ, შე­უ­რი­გე­ბე­ლი დავ­რჩე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი ყვე­ლა ჩი­ნო­ს­ნის მი­მართ, ვინც რამ­დე­ნი­მე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ა­თი და­ა­კარ­გვი­ნა მე­წყე­რის მსხვერ­პლებს მათი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად", - წერ­და მუ­სი­კო­სი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა