„პროზექტურაში ამოვიცანით...“ - გენო სულთანიშვილის ცხედარი ნაპოვნია
რაჭველი ფოლკლორისტი გენადი (გენო) სულთანიშვილის გარდაცვალებას ოჯახი ადასტურებს. მათ გარდაცვლილი პროზექტურაში ამოიცნეს.
„ოჯახი ვადასტურებთ გენო (გენადი) სულთანიშვილის დაღუპვის ფაქტს. პროზექტურაში ამოვიცანით მიცვალებულის დასახიჩრებული გვამი. კიდევ ერთი შოვის ტრაგედიის მსხვერპლი“, - წერს გარდაცვლილის სიძე.