თეგებით ძიება

სამწუხარო ინფორმაცია - შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პროზექტურაში ოჯახმა გენადი სულთანიშვილი ამოიცნო. ის ანსამბლ „ბუბას“ წევრი იყო. გარდა ამისა, ის შოვში, კოტეჯებში არსებულ სასადილოში მზარეული იყო. გენადი სულთანიშვილი სოფელ გლოლას მკვიდრი იყო.

შოვში სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოების არეალი გაფართოვდება. ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა მობილიზებულია ათამდე პრიორიტეტულ ადგილზე. მათ შორისაა მჟავე წყლებისა და კოტეჯების ტერიტორია, სადაც სასადილო იყო აშენებული. მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად უკვე მოხერხდა მდინარის ძველ კალაპოტში დაბრუნდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა