ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება
ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება.
მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ ეს მომსახურებები არ უფინანსდებოდათ.
სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. ცვლილება მთავრობამ უკვე დაამტკიცა.