„ნორმალური პარლამენტი რომ გვყავდეს, რას იზამდა შოვის ტრაგედიის შემდეგ?“ - რას წერს იურისტი?
იურისტი, ვახუშტი მენაბდე სოცილაურ ქსელში ეხმაურება შოვის ტრაგედიას და წერს, რა უნდა მოემოქმედებინა ამ შემთხვევაში ქვეყნის პარლამენტს.
„ნორმალური, რამე განსაკუთრებული კი არა, ნორმალური პარლამენტი რომ გვყავდეს რას იზამდა შოვის ტრაგედიის შემდეგ:
1. ჩანიშნავდნენ რიგგარეშე სესიას;
2. თუ პრემიერს არა, გარემოს დაცვის და შს მინისტრებს მოიწვევდნენ სასწრაფო მოსმენაზე;
3. მომიჯნავე საკითხზე თემატური მომხსენებელი (დეპუტატი) შეკრებდა ყველა მასალას, კონპეტენტურ ადამიანს და მოამზადებდა კითხვებს, იგივეს იზამდა ყველა ფრაქციის წარმომადგენელი;
4. შექმნიდნენ დროებით კომისიას, რომელსაც დაევალებოდა საკითხის ყოველმხრივ შესწავლა, პრობლემების გამოკვეთა და გამოსავლის ძიება;
5. კომისიის დასკვნის საფუძველზე:
ა. თუ გამოიკვეთებოდა ვინმეს პასუხოსმგებლობა რა თქმა უნდა არავის მოერიდებოდნენ;
ბ. თუ საჭირო ახალი იქმებოდა რეგულაციები და ინსტიტუტები - შეიქმნებოდა;
გ. გაძლიერდებოდა არსებული ინსტიტუტები (გაიდლაინები და მატერიალურ ტექნიკური ბაზა).
და ეს მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯია რაც შეიძლება მხოლოდ ერთმა ორგანომ, პარლამენტმა გადადგას, მაგრამ გავიხსენოთ, რომ ოცნება გვმართავს, ხოლო ოპოზიციაში ნაციონალური მოძრაობა (და კომპანია) გვყავს. ამიტომ ამას ვერ ვნახავთ. სამაგიეროდ ვნახავთ თითო ოროლა პატიოსან ადამიანზე, ვინც პროფესიულად გამართულად მუშაობს, თავდასხმას და ორმხრივ იაფფასიან პროპაგანდას“, - წერს მენაბდე.