თეგებით ძიება

„აღარ შემიძლია მოთქმა-ვაების მოსმენა მხოლოდ! გულში მხოლოდ ბრაზი დამრჩა. აგრესია მაქვს ყველაფერზე!..“ - რას წერს ირინა სარიშვილი რაჭის ტრაგედიაზე?

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი რაჭის ტრაგედიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„გაზარდო შვილები, ასწავლო, მერე საჩუქრად კომოს ტბის კი არა, ონის საგზურებით გაახარო და მერე... 

ცხოვრობდე შენი ულამაზესი ოჯახით ჰოლანდიაში, არაფერი გიჭირდეს, იქით სხვას ეხმარებოდე, მერე დასასვენებლად კანარის კუნძულებზე კი არა, საკუთარ სამობლოში ჩამოხვიდე მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, დღეს კი მეუღლის ცხედარია ნაპოვნი და შენ და შენ სამ ბიჭს გეძებთ...

კაცი გერქვას, ცოლს და სამ შვილს ეძებდე, იპოვო მეუღლე და 7 წლის შვილი (ყველაზე უფროსი) გარდაცვლილები და ეხლა ორ შვილს ეძებ... 

იქ ცხოვრობდე, 3 წელი აფრთხილებდე და შველას თხოვდე ხელისუფლებას და დღეს გადარჩენილ ძაღლთან ჩახუტებული ოჯახის 9 წევრს ეძებდე...

მეტს ვეღარ გავაგრძელებ, ესეც ძლივს დავწერე... 

და ამის ფონზე ხელისუფლება, ნაცვლად იმისა რომ პასუხი აგოს იმაზე რომ არ ჰქონდა ტექნიკა, არ ჰქონდა წინასწარი შეტყობინების სისტემა, განათების სისტემის არარსებობის გამო შეწყვიტა ღამით ძებნა! თან არა ნანგრევებში მოყოლილი, სადაც ჰაერის შეღწევის თეორიული შანსი მაინც არის, არამედ ტალახში ჩაძირული ადამიანების ძებნა! 

აი ამ ყველაფრის ნაცვლად ეს არამზადა ხელუსუფლება თითს გვიქნევს, ტროლ-ბოტებს გვიქსევს და სულ სხვა მიმართულებით გადაყავს ეს საშინელი ტრაგედია და ამას სამწუხაროდ ჩვენივე დახმარებით აკეთებს...

მესამე დღეა, ნაცვლად საქმისა, ვდაობთ იმაზე რას იკადრებდა თუ არ იკადრებდა ყველაფრისმკადრებელი კახა კალაძე, ვიცავთ ჩემთვის და ყველასათვის საყვარელ ნიკა რაჭველს ამ ხელისუფლების წყალობით ტექნიკურად გაუმართავი ვერტმფრენის გამო გუდაურში დაღუპული მფრინავის შვილის თავდასხმისგან და ვამტკიცებთ რომ ნიკას მაშველები არ გაულანძღავს, რაც ისედაც ყველამ კარგად იცის!. 

ვწერთ ემოციურ პოსტებს, ლექსებს, ვხატავთ და ვამხატვრულებთ მომხდარს ზუსტად ისე როგორც შადრევნის ტრაგედიის დროს, რომელიც ბოლოს ერთობლივი პოზიტიური გადაწყვეტილებით შადრევნისთვის მარიტას სახელის დარქმევით და რამდენიმე მეისრის დაპატიმრებით დამთავრდა. შეიცვალა რამე მას შემდეგ? არაფერი! ვერც შოვის ტრაგედია შეცვლის ვერაფერს ჩვენ თვითონ თუ არ შევიცვლებით. 

აღარ შემიძლია მოთქმა-ვაების მოსმენა მხოლოდ! გულში მხოლოდ ბრაზი დამრჩა. აგრესია მაქვს ყველაფერზე, სადაც მხოლოდ სენტიმენტებია, რადგან ზუსტად ვიცი რომ ესეც გაივლის. მეც გამივლის ტალახის გემო ყველა ლუკმაზე, გაივლის და ის ოჯახები, ვისაც თურმე გლოვა უნდა ვაცადოთ პოზიტიურების აზრით, მარტოდმარტო დარჩებიან თავიანთ დარდთან. 

მკვლელების ბანდა უნდა მოშორდეს ამ ქვეყანას და ამისთვის თავზე და სკამზე ხელაღებული ხალხია საჭირო. 

ის ბახილებიანი ნაძირალა გახსოვთ? ის კია ნაძირალა მაგრამ ის ბახილები ჩვენ ვართ სანამ ასე ვართ!

ის გარეწარიც ხომ გახსოვთ, ხმას დაუწიეო ძმას რომ ეძებდა იმ კაცს რომ უთხრა? ის ჩინოვნიკი ვინცაა ეგეც გასაგებია, აქ მთავარი უბედურება ისაა რომ იმ კაცმა ხმას დაუწია. ეგ ხმადაწეულიც ჩვენ ვართ სანამ ასე ჩმორებივით ვიცხოვრებთ...

თავზე და სკამზე ხელაღებულებმა უნდა იხსნან ჩვენი შვილები. 

შევგროვდეთ!“ - წერს სარიშვილი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა