თეგებით ძიება

„რაჭველს რომ უფრო მეტი დამსახურება აქვს ვიდრე პაპუაშვილს ამას საზომი არ სჭირდება“ - გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.

„მფრინავის შვილს აქვს უფლება თქვას, რომ მისი მამა გმირია. ტაქსის მძღოლის შვილს აქვს უფლება თქვას, რომ მამამისი გმირია, რადგან ისიც ყოველ დღე შეიძლება უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდეს. ამ სიტყვების წარმოთქმის უფლება აქვს მაღაროელის, ექიმის, მეეზოვის, ლილოსა თუ ელიავას ვაჭრობაზე დასაქმებულის შვილს. დურგლის შვილს არა? ან მეტროს მემანქანის? კი, აქვთ. ამისათვის ჯერ მშობელი უნდა გაიაზრო, მერე მისი საქმე და მშობლის ერთგულება ნებისმიერი საქმისადმი. 

და ვინ გითხრათ, რომ საბჭოთა მილიციის გენერალი შოთა გორგოძე არ არის გმირი? მე კგბ-სა და შემდგომი პერიოდის სპეცსამსახურების გმირი თანამშრომლებიც ვიცი. 

პოლიტიკოსებშიც ვიპოვით არა ერთს.

ევგენი მიქელაძე ან მიხელ ჯავახიშვილი?

ნონო რამიშვილი დაა ილიკო სუხიშვილი?

ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი, დათო ყოფიანი - არა?

დათო აბესაძე არ არის გმირი?

მერაბ მამარდაშვილი?

სერგო ზაქარიაძე?

ოთარ სეფიაშვილი და გოგი გვახარია - ადამიანებმა, რომლებმაც ჩვენს აზროვნებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს?

გოგი ცაბაძე, ჯანსუღ კახიძე - ვინ არიან, მხოლოდ კომპოზიტორები?

ჰო, მხოლოდ მუსიკოსია ნიკოლოზ რაჭველი და მხოლოდ, როგორც ბევრს მიაჩნია, ხელის ქნევაა მისი მოვალეობა?

ჩვენ პირველ რიგში მოქალაქეები ვართ და არჩეული პროფესიისა და საქმისადმი ჩვენი დამოკიდებულება, რაოდენ უნდა გაგიკვირდეთ, სწორედ რომ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიციით - შინაგანი პასუხისმგებლობითა და ვალდებულებების ხარისხით განისაზღვრება. 

ოთარ ჭილაძე მხოლოდ იმიტომ არ იყო დიდი მწერალი, რომ კარგად წერდა და საინტერესოდ, ის კარგი მოქალაქე გახლდათ. თუ ეპოქის ჭრილში განვიხილავთ მის შემოქმედებას ისიც გმირია. 

ამიტომ ნურასოდეს დაატოლებთ თქვენს გმირ მამებს სხვებსა თუ სხვების მამებს. თქვენი გმირი მამების პრივილეგია მათი პროფესიული თავდადება კი არაა მხოლოდ, არამედ მათი მოქალაქეობრივი პოზიცია და თქვენ ხართ - შვილები. 

შეეშვით ადამიანებისთვის იარლიყების მიწებებას და საკუთარი თავისა თუ ახლობლების განდიდებას. 

სამშობლოს სიყვარული, მოქალაქეობრივი პოზიცია და სახელმწიფოებრივი განცდა არ გახლავთ ხელისუფლებისა და მისი ადვოკატების, მხარდამჭერების პრივილეგია და მერწმუნეთ, ვერ გაზომავთ ვერასოდეს ვის მეტი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე მე თუ კონკრეტულად თქვენ, ვინც ახლა ამას კითხულობთ. ნიკოლოზ რაჭველს რომ უფრო მეტი დამსახურება აქვს ვიდრე შალვა პაპუაშვილს ამას საზომი არ სჭირდება ნამდვილად, რადგან პაპუაშვილი იმდენად მსუბუქია, რომ სამშობლოს სასწორის პინაზე მისი წონა არ ფიქსირდება. რაჭველს და ნებისმიერ ჩვენგან გადაგვწონის ერთი თბილისელი, ქუთაისელი, ზუგდიდელი, ბათუმელი მეეზოვე. რატომ? გმირია და იმიტომ! უბრალოდ პაპუაშვილს გაუმართლა და ქუჩის ნაცვლად კანონებს გვის, ამიტომ არც სახელმწიფო ესმის რა არის, არც გმირი და არც მოქალაქე“, - წერს მირცხულავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა