თეგებით ძიება

შვილისგან მხოლოდ თოჯინა დარჩა - რას წერს ჟურნალისტი სტიქიის ზონიდან?

სტიქიის ზონაში მომუშავე ჟურნალისტი, ირაკლი ბახტაძე ამბობს, რომ შოვში ძალიან მძიმე სიტუაციაა.

„მცირეწლოვნის მამას, შვილის თოჯინა მე-7 დღეა ჩახუტებული აქვს და ასე გადაადგილდება შოვში... თოჯინა ერთადერთი რამ არის, რაც შვილისგან დარჩა, ღმერთო... სად ხარ ხოლმე ასეთ დროს,“ - ამბობს ჟურნალისტი.

სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მაშველების მიერ ნაპოვნია 21 ცხედარი - საძიებო სამუშაოები 12 პირთან დაკავშირებით გრძელდება. მეშვიდე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა