თეგებით ძიება

შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 აგვისტოს 11:00-დან 11:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არაშენდა, შანკევანი, საგურამო, გალავანი, ბიწმენდი, სასახლკარე, ახალსოფელი, წინამძღვრიანთკარი, ჯიღაურა, წიწამური, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

15:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს სოფელ დიღომში: ვახუშტი ბატონიშვილის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ავთანდილის, ბიძინა ბარათაშვილის, სარგის კაკაბაძის, დავით ბატონიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ქედის ბოლოს და ჩალიპირების ტერიტორიაზე.

სარეაბლიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აცხადებენ კომპანიაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა