„მთხოვეს მათი ვინაობა არ გამემხილა“ - ისრაელიდან ჩამოსული 3 ტურისტი სამაშველო ღონისძიებებში პირველივე დღიდან ჩაერთო (ვიდეო)
სოციალური ქსელის მომხმარებელი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მაშველებს პირველი დღიდანვე ეხმარებოდნენ ისრაელიდან ჩამოსული 3 ტურისტი ბიჭი, რომლებმაც ამ ტრაგედიის შესახებ ონში ყოფნის დროს შეიტყვეს. მათ მაშინვე შეიძინეს საკვები, მედიკამენტები, ყველა საჭირო ინვენტარი და შოვისკენ გაემგზავრენ.
ისინი შოვში არ შეუშვეს მაგრამ მაინც არ დათმეს, ადგილობრივმა ბიჭებმა შემოვლუთი გზით ტყის ბილიკებით შეიყვანეს. მათ მაშველებს მიაწოდეს საკვები, სასმელი სიგარეტები და ორი დღე და ღამე მუხლმოუყრელად ეძებდნენ დაკარგულებს სხვა მოხალისეებთან ერთად.
მთხოვეს რომ მათი ვინაობა არ გამემხილა, მე მათ ვესაუბრე და მადლობა გადავუხადე“ - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.