თეგებით ძიება

„ნახევარი მილიონი კუბი რომ უცებ მოწყვეტილიყო და ყინულს დაცემოდა და მოეგლიჯა, ჩვეულებრივი მიწისძვრა უნდა ჩაგვეწერა“ - თეა გოდოლაძე

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ნახევარი მილიონი კუბი რომ უცებ მოწყვეტილიყო და ყინულს დაცემოდა და მოეგლიჯა, ჩვეულებრივი მიწისძვრა უნდა ჩაგვეწერა. თან მყისიერი , იმპულსური ჩანაწერით.

უკუღმა უნდა მოხდეს, ფიზიკა ასე მუშაობს, ყინულის დნობას შეეძლო დაესუსტებინა კლდე და გამოევწვია კლდეზვავი. 

62 ჰექტარი ყინული- ქალბატონ ნინო თანდილაშვილს ეპატიება, იურისტია. იმედია საექსპერტო ჯგუფი ამგვარად არ ფიქრობს.

კიდევ 13 კილომწტრიანი მდინარის სიგრძე ცოტაა წარმოდგენილი სცენარისთვის.

ფიზიკა, მათემატიკა და მოდელირება

P.S. შეგუბება კი არა მყინვარულ ტბაზე ვლაპარაკობთ ჩვენ, სხვა რამეა სხვა რამე. ყინულის ქვეშ წყალი მაინც არ გაგიგიათ?!

ჩემ ამერიკელ კოლეგებს მოვუყევი ახლა და მართლა ასე თქვესო?!“ - წერს გოდოლაძე. 

„მოქალაქეებისთვის გასაგები, რომ იყოს, დაახლოებით ნახევარი მილიონი კუბური კლდე-ზვაური მასა მოწყდა ბუბისწყლის ხეობიდან, რომელიც 1.5 ჰექტარ ფართობზე იყო გაშლილი. დაახლოებით, 62 ჰექტარი ყინულოვანი მასა წამოიღო მოწყვეტის შედეგად და გამოიარა მთლიანად ხეობა ძალიან დიდი სისწრაფით“ - განაცხადა დღეს ნინო თანდილაშვილმა ბრიფინგზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა