თეგებით ძიება

ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს - დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა

ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. სარაკეტო იერიში რუსებმა საცხოვრებელ უბანზე მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სამი მშვიდობიანი მოქალაქე და არიან დაშავებულებიც.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი:

"ზაპოროჟიე. რუსი ტერორისტების მორიგი დარტყმა. ამ დროისთვის ცნობილია სამი გარდაცვლილის შესახებ. ვუსამძიმრებ ოჯახებს.

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ყველა დაზარალებულს გაუწევენ საჭირო დახმარებას. რუსეთის ეს სამხედრო დანაშაული აუცილებლად მიიღებს თავის განაჩენს და პასუხს რუსი ტერორისტები ფრონტის ხაზზე ჩვენი გმირი ჯარისკაცების წყალობით მიიღებენ" წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

წყარო: მთავარ არხი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა