როგორ დავიცვათ თავი ე.წ. თბური ტალღების მავნე ზემოქმედებისგან — NCDC-ის რეკომენდაციები
მიმდინარე კვირაში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მატება (თბური ტალღაა) მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურამ აღმოსავლეთ საქართველოში, შესაძლოა, 41 გრადუსს მიაღწიოს, დასავლეთში — 39-ს.
NCDC გირჩევთ, შეინარჩუნოთ სახლში სიგრილე და სახლში ტემპერატურა დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ შეამოწმოთ.
დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 გრადუსს, ხოლო ღამით — 24 გრადუსს;
რეკომენდაციაა, ღამით გააღოთ ფანჯრები, დღისით კი შეამციროთ სახლში სიცხის შეღწევა;
მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები;
ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს;
თუ სახლში გაქვთ კონდიციონერი, დაკეტეთ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს;
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.
დეტალები: რეკომენდაციებიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაწილია, თავი აარიდოთ სიცხეს:
გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით;
თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას;
მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში;
მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას;
არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში.
გარდა ამისა, უწყება გირჩევთ, შეინარჩუნოთ სხეული გრილად და ტენიანად:
მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა;
ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე;
იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან;
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა;
საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით;
მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.
წყარო: on.ge