თეგებით ძიება

„დიდი პროფესიონალიზმია შენ წინ იდგეს ქვეყნის პირველი პირი, მამაშენის მკვლელებს კარს უღებდეს შენს ქვეყანაში და შენ მხოლოდ კითხვებს სვამდე“ - გიორგი დათუკიშვილი

4 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა „ტვ პირველისა” და “ალტ-ინფოს” ჟურნალისტების  ფოტოები, რომლებიც შოვში მომხდარ სტიქიას აშუქებდნენ. პოსტების ავტორების მტკიცებით, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია ამ ტრაგედიის გაშუქებისას იცინის, ხოლო “ალტ-ინფოს” ჟურნალისტი სოფია ჯაველიძე “ცრემლებს ძლივს იკავებს”. 

„მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, აღნიშნული ფოტო მასალა მანიპულაციას შეიცავს და ავთენტიკური ვიდეოდანაა ამოჭრილი, თუმცა, რეალურად, ნანუკა ქაჯაიამ არა ტრაგედიაზე საუბრისას, არამედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ერთი წლის წინ თვითმფრინავების შეძენასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას გაიღიმა, მას შემდეგ რაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ მას მსგავსი დაპირება არ გაუცია. 

აღნიშნულ ფოტოებს, MS ექსელის ლექტორი და ტრენერი, გიორგი დათუკიშვილი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა.

„იმ გოგოს გადაეცით მაშველი რომ ყავდა მამა.

ორივეს მაგარი მამა გყავდათქო!

ამის მამა აფხაზეთის ომში დაიღუპათქო უთხარით!

ლაივში ვნახე ეს სახე. მეტი არც ეკუთვნის ღარიბაშვილს.

კიდევ დიდი პროფესიონალიზმია ის რომ შენ წინ იდგეს ქვეყნის პირველი პირი და მამაშენის მკვლელებს კარს უღებდეს შენს ქვეყანაში და შენ მხოლოდ კითხვებს სვამდე და მეტს არ ეუბნებოდე“, - წერს დათუკიშვილი და „მითების დეტექტორის“ სტატიას აქვეყნებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა