ავარიას მარნეულში ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას მარნეულში ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ავარია სოფელ ყიზილაჯლოში, მარნეული-ბოლნისის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოხდა. "ოპელის" მარკის ავტომანქანა ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.