თეგებით ძიება

„დაკაწრული ხელებით და ფეხებით ეძებს დისშვილიშვილს, რომელიც მართლა ცაში გაფრინდა, სხეულიანად მგონი“ - ემოციური პოსტი რაჭის ტრაგედიაზე

რაჭაში მომხდარი სტიქიით დაზარალებული ერთ-ერთი ოჯახის წევრი, მაიკო (მთვარისა) ჩაგელიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„დედამიწას უჭირს, ქვეყნებს უჭირთ, ოჯახებს უჭირთ... ომით, ცეცხლით, წარღვნით და რა ვიცი, კიდევ რით... მე კი მიჭირს ჩემი ოჯახი. ჩემი და, დისშვილი, სიძე, ახლობლები. მათი ყურება მიჭირს. მიჭირს საკუთარი ძმა, რომელიც დაკაწრული ხელებით და ფეხებით მაშველებთან ერთად ეძებს დისშვილიშვილს, რომელიც მართლა ცაში გაფრინდა, სხეულიანად მგონი. რადგან იყო ულამაზესი, მხიარული, ნიჭიერი, მოსიყვარულე, მართლა ანგელოზი იყო დედამიწაზე, ამ უღმერთო სამყაროში. კიდევ მიჭირს ამდენი ბოროტი ადამიანი ამ სივრცეში.

მიჭირს. სახელმწიფო, სახელმწიფო ჩემთვის დღეს მფრინავები, მაშველები, ჯარისკაცები არიან, ვინც დღე და ღამე ეძებენ ადამიანებს იმ იმედით, ოჯახებს მიცვალებულები მაინც რომ დაუბრუნონ …. მადლობა მათ ამისთვის.. მადლობა, ისინი უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ… მიჭირს ყველა გარდაცვლილი და მათი ოჯახები.. მიჭირს ჩემი ბავშვობა - შოვი,  უამრავი მოგონებებით, რომელიც გაქრა. ულამაზესი შოვი...

... და კიდევ რაჭის სტიქიებს წინ ვერაფერი დაუდგება, ბუნებამ ძალიან იცის გაბრაზება… ხო, დღეს ვარკეთილის დასახლებიდან ულამაზეს კენჭაძე ნინიკოს გავაცილებთ... ბევრი ელოდა სალომეს, მაგრამ სალომე ხეთაგური არ ჩანს... მენანებით, სიტყვები ვერ ამბობს ამ დარდს და მწუხარებას,“ - წერს მაიკო ჩაგელიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა