თეგებით ძიება

სასიხარულო ინფორმაცია - ბარბარე ურიდიას აშშ-ის საჰაერო ძალების „ეარმენის“ ოფიციალური წოდება მიენიჭა

ყველაზე რთული დღეები იყო, ყველა თვალსაზრისით, რაც კი მაგონდება ჩემ გამოცდილებაში, - ბარბარე ურიდიას აშშ-ის საჰაერო ძალების „ეარმენის“ ოფიციალური წოდება მიენიჭა. 

„დღეს, ყველაზე ისტორიული დღეა ჩემ ცხოვრებაში - ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ეარმენის ოფიციალური წოდება მომენიჭა, ორთვიანი წვრთნების, ურთულესი გზის გავლის ბოლოს!

ყველაზე რთული დღეები იყო, ყველა თვალსაზრისით, რაც კი მაგონდება ჩემ გამოცდილებაში, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ნულოვანი კავშირი მქონდა გარესამყაროსთან.

თუმცაღა, ახლა, რითაც ყველაზე აჟიტირებული ვარ და დაჯერებაც ამ წამამდე მიჭირს, ის ფაქტია, რომ ამერიკის მოქალაქე გავხდი! ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ამ მცირე დროში, ეს პროცესი დაიწყებოდა და ამ შედეგით დასრულდებოდა, თან graduation დღეს, საჯაროდ, ათასობით ადამიანის წინაშე გამოაცხადებდნენ ჩემს სახელსა და გვარს, ეროვნებას და ოვაციებით მომილოცავდნენ,“ - წერს სოციალურ ქსელში ბარბარე ურიდია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა