მოსკოვის მახლობლად ქარხანა აფეთქდა - არის მსხვერპლი
რუსეთში, ქალაქ სერგიევ პოსადში მდებარე ზაგორსკის ოპტიკურ და მექანიკურ ქარხანაში, რომელიც მოსკოვის ცენტრიდან დაახლოებით 65 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, აფეთქება მოხდა. შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ CNN წერს.
„სულ 56-მა ადამიანმა ითხოვა სამედიცინო დახმარება. 30 ახლა საავადმყოფოშია, მათგან ექვსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია“, - დაწერა მოსკოვის რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა Telegram-ზე.
დაღუპულთა შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა როგორც Telegram არხი წერს, აფეთქების ადგილზე 10 ცხედარია ნაპოვნი და ეს რიცხვი კიდევ შეიძლება გაიზარდოს.