“დადგით ბაყაყი შემოსასვლელი კარის კუთხეში და ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება“ - რა ვიდეო ვრცელდება?
“Xato & sandro კულინარიული ბლოგის“ ავტორი და ვიდეოს აზიარებს და ამბობს, რომ პატარა ფაიფურის ბაყაყი, რომელიც თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება, თქვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს.
“რაღაცას გასწავლით და დააკვირდით. დადგით ეს ბაყაყი თქვენი შემოსასვლელი კარის კუთხეში, რომელიც ყველგან იყიდება: ვაგზალზე, სადაც ჭურჭელია; ლილოში, სადაც სუვენირებია და ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება.
მილიონებს ვერ იშოვით, მარა, გაუმჯობესებას იგრძნობთ. ახლა თქვენც არ მომნათლოთ ჯადოქრად და არ დამწვათ კოცონზე“ - წერს იგი.