სტიქიის ზონაში ნაპოვნი 21 გარდაცვლილიდან 19 უკვე იდენტიფიცირებულია - ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 21 გარდაცვლილიდან 19 უკვე იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა განაცხადა.
„მიმდინარეობს 12 ადამიანის საძიებო სამუშაოები. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს დაგეგმილი ყველა კულტურული ღონისძიება გაუქმებული და გადადებულია", - აცხადებს ონის მერი.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 19 უკვე იდენტიფიცირებული. 12 პირის ძიებისთვის კი მუშაობა 24-საათიან რეჟიმში გრძელდება.