თეგებით ძიება

ანზორ ერქომაიშვილს დღეს 83 წელი შეუსრულდებოდა

ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ფოლკლორისტს, გურული საგალობლების მკვლევარსა და ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელს ანზორ ერქომაიშვილს დღეს 83 წელი შეუსრულდებოდა.

ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან ანსამბლ "რუსთავს" ხელმძღვანელობდა. 1972–1975 წლებში იყო რუსთავის სამუსიკო სკოლის დირექტორი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

2008 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარდგინებით. 2009 წლიდან შეწყვიტა საკანონმდებლო საქმიანობა და იყო ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. 2014 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა