„სირცხვილია ეს... იქნებ გააკონტროლოს ვინმემ“ - რა ფოტოები ვრცელდება თბილისის აეროპორტიდან?
ზუგდიდის საკრებულოს წევრი ენმ-დან, თეიმურაზ ბასილაია სოციალურ ქსელში ავრცელებს თბილისის აეროპორტში გადაღებულ ფოტოებს და წერს.
„თბილისის აეროპორტი - ცუდად ხომ არ ხართ!!!
„ბულკი"-16 ლარი. ერთი ლუკმა პეროგი 21 ლარი, 1ჭ კაპუჩინო=20 ლარი და ა.შ.
ფულის შოვნა და თავხედობა აგერიათ ერთმანეთში... თუ პირიქით შეაზავეთ???
მაგ თქვენს 1 ც.=18-ლარიან კრუასანს მიწის ნაკვეთი ხომ არ მოყვება წყნეთში?...
სირცხვილია ეს და იქნებ ვინმემ მიხვდეს და გააკონტროლოს“, - წერს ბასილაია.